2020 წლის ფესტივალ-კონკურსის დებულება

ფესტივალის მიზანი:

ფესტივალ-კონკურსის მიზანია ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის პოპულარიზაცია-განვითარებისთვის ხელშეწყობა; ქართული საესტრადო ხელოვნებისა და თანამედროვე სამეჯლისო ცეკვების წარმოჩენა-განვითარებისთვის ხელშეწყობა; საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმობნეული ხალხური კულტურის მარგალიტების შეკრება და წარმოჩინება; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი შემოქმედებითი კოლექტივების დაახლოება და გამოცდილებათა გაზიარება; პატარებსა და მოზარდებში ხელოვნების სიყვარულის გაღვივება.


ფესტივალის ამოცანა:

მუშაობის გამოცდილების გაზიარება, შემოქმედებითი კონტაქტების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს რეგიონებში მოქმედ შემოქმედებით კოლექტივებს შორის. ქობულეთის, როგორც კურორტქალაქის გაცნობა მისი შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით. სიმღერასა და ცეკვაში განივთებული სხვადასხვა ერის ტრადიციული ნიმუშების გაცნობა. 
ფესტივალის ხელმძღვანელობა: ფესტივალ-კონკურსის ორგანიზატორია მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის დირექცია, რომელიც: ადგენს საორგანიზაციო კომიტეტს, ამტკიცებს ფესტივალ-კონკურსის დებულებასა და ხარჯთაღრიცხვას. ექსკლუზიური უფლებით ტელეკომპანია TV12, გაზეთი „აჭარა P.S.“ და გაზეთი„ჩემი ქობულეთი“ ახდენენ ფესტივალ-კონკურსის გაშუქებას.

მოთხოვნები:

ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • მონაწილეთა სახელობითი სია
  • ზუსტი რეპერტუარი — სულ 2 საკონცერტო ნომერი
  • ანსამბლის ანკეტა (იხილეთ თანდართული ფაილი #1) კონკურსის მონაწილედ ჩაითვლება ის კოლექტივი ან ინდივიდუალური შემსრულებელი, რომელიც ფესტივალ-კონკურსში მონაწილეობას მიიღებს სრული პაკეტით (მინიმუმ 2 კონცერტი). მხოლოდ ერთ კონცერტში მონაწილე ანსამბლი ან ინდივიდუალური შემსრულებელი წარმოდგენილი ნომრების მიუხედავად არ შეფასდება და არ განიხილება საპრიზო ადგილებზე, მას მიენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილი საფესტივალო ნომინაციებიდან ერთ-ერთი:

ხალხური ქორეოგრაფია:

გამორჩეული ქორეოგრაფიული კოლექტივი

გამორჩეული შემსრულებელი (ინდივიდუალური და დუეტი)

გამორჩეული ქორეოგრაფიული კომპოზიცია — ინტერპრეტაცია

გამორჩეული კოსტიუმირება და სასცენო აღკაზმულობა

გამორჩეული ხალხური ტრადიციული ნიმუშების წარმოჩენა ხალხური სიმღერა:

გამორჩეული უძველესი მრავალხმიანი შესრულება

გამორჩეული შემსრულებელი (ინდივიდუალური და დუეტი)

გამორჩეული მრავალხმიანი ანსამბლურობა — ინტერპრეტაცია

გამორჩეული სასცენო კულტურა, კოსტიუმირება, აღკაზმულობა

გამორჩეული ხალხური ტრადიციული ნიმუშების წარმოჩენა თანამედროვე (სპორტული) ცეკვები

გამორჩეული თანამედროვე (სპორტული) ცეკვის კოლექტივი

გამორჩეული წყვილი

გამორჩეული თანამედროვე (სპორტ.) ცეკვის კომპოზიცია-ინტერპრეტაცია

გამორჩეული კოსტიუმირება და სასცენო აღკაზმულობა

გამორჩეული მუსიკალური თანხლება და გრაცია

საესტრადო სიმღერები:

გამორჩეული საესტრადო კოლექტივი

გამორჩეული შემსრულებელი (ინდივიდუალური, დუეტი, ტრიო, კვარტეტი)

გამორჩეული სცენიურობა და ვოკალი

გამორჩეული ქართული საესტრადო სიმღერის შესრულება

გამორჩეული უცხოური სიმღერის შესრულება ტექნიკური მოთხოვნები: კოლექტივები წარადგენენ 2 ნომერს. (ქორეოგრაფია: — 4-6 წუთი, ვოკალი: ხალხური 3-5 წუთი, ესტრადა-3 წუთი).
ფონოგრამებით გამომსვლელი კოლექტივები (ვოკალი, ქორეოგრაფია) წარსდგებიან (-) ან (++) (ბექებიანი) მაღალი დონის ფონოგრამებით მხოლოდ ფლეშ მეხსიერების ბარათით.
ფესტივალის მონაწილეები: ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ინდივიდუალური შემსრულებლები და შემოქმედებითი კოლექტივები ასაკის განურჩევლად შემდეგ ჟანრებში:
ვოკალი-(ხალხური და საესტრადო სიმღერები);
ქორეოგრაფია-(ხალხური ცეკვები, სამეჯლისო — სპორტული და გათანამედროვებული ცეკვები). 
შეფასების კრიტერიუმები: ჟიური მონაწილეებს შეაფასებს ღიად (ფირნიშებით) ათბალიანი სისტემით. შეფასებისას ჟიური მხედველობაში მიიღებს:

  • შემსრულებლის (შემსრულებლების) ოსტატობა;
  • მოძრაობების ტექნიკა ქორეოგრაფიაში (ვოკალში სიმღერასთან შესატყვისი მოძრაობები);
  • ნომრის კომპოზიციური წყობა;
  • რეპერტუარის შესაბამისობა შემსრულებლის ასაკისადმი;
  • სცენიურობა (პლასტიკა, კოსტიუმი, რეკვიზიტი);
  • შესრულების კულტურა;
  • მუსიკალური და ქორეოგრაფიული მასალის შერჩევა და შესაბამისობა;
  • არტისტიზმი;
  • მხატვრული შინაარსის გახსნა
  • საკონკურსო ნომრის თემატიკა და სიუჟეტური წყობა. (პატრიოტული თემატიკა ქართული კოლექტივებისათვის);

კონკურსზე დაგროვილი ქულებისა და გალა კონცერტზე მიღებული საბოლოო შეფასების მიხედვით კონკურსში მონაწილე კოლექტივებს მიენიჭება გრან-პრი, პირველი, მეორე და მესამე ადგილები: ცალკ-ცალკე ხალხურ და თანამედროვე ვოკალში, ხალხურ და თანამედროვე (სპორტულ) ცეკვაში ორ ასაკობრივ კატეგორიაში 16 წლამდე და 16 წლის ზემოთ. არასაპრიზო ადგილზე გასულ კოლექტივებს მიენიჭება დებულებაში ზემოთ განსაზღვრული ნომინაციები.

შენიშვნა: უცხოური კოლექტივების შეფასება მოხდება ქართული კოლექტივებისაგან ცალკე, დამოუკიდებლად იმავე კრიტერიუმების მიხედვით.

დაჯილდოება: ფესტივალის მიმდინარეობა გაშუქდება გაზეთებში:  „აჭარა P.S.“ და„ჩემი ქობულეთი“, ღონისძიება გაშუქდება ტელეკომპანია TV12-ის პირდაპირ ეთერში, ვებ.გვერდებზე: orangfest.com, adjaraps.com, tv12.info. ამავე გვერდებზე შეინახება ფესტივალ-კონკურსის ვიდეო-ჩანაწერები.

ფესტივალ — კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო დიპლომებით, ხოლო ანსამბლების ხელმძღვანელებს გადაეცემათ მედლები, დიპლომები, ფასიანი საჩუქრები.
ფინანსური მხარე: ფესტივალის მონაწილენი, რომლებმაც გამოაგზავნეს ანკეტა და მიიღეს მოწვევა, გადაიხდიან თანხას (იხილეთ თანდართული ფაილი #2), რაც მოხმარდება ფესტივალ — კონკურსის მონაწილეთა სასტუმროში ცხოვრებისა და კვების ხარჯებს, ასევე საფესტივალო გადასახადს.

ფესტივალ-კონკურსის საკონცერტო დღეები: 
I ეტაპი — 3, 6, 9 ივლისი
II ეტაპი — 12, 15, 18 ივლისი 
III ეტაპი — 21, 24, 27 ივლისი 
ფესტივალის დახურვის საზეიმო კონცერტი 31 ივლისი